შეხვედრა ფერმერებთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფერმერებს და კერძო კომპანიებს შეხვდა.
მინისტრმა, მეფუტკრე და თხილის ფერმერები, ასევე შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ ლურჯი მოცვის ბაღები მოინახულა. დავით სონღულაშვილი მიმდინარე სამუშაოებს, სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო და საწარმოები მოინახულა. ფერმერებმა მინისტრს სფეროში არსებული გამოწვევები გააცნეს და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეფუტკრეების ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახალი ტკიპების გამოჩენაა. 2024 წელს თხილის წარმოება გასულ წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 43.6 ათასი ტონა შეადგინა. გაზრდილი მოსავლის შესაბამისად, გაიზრდა ექსპორტის მაჩვენებლებიც. ლურჯი მოცვის მწარმოებელი, შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ საწარმო ექსპორტს გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და რუსეთში ახორციელებს. წელს კომპანია პირველად იწყებს ექსპორტს დუბაიში, ინდოეთში, ჰონგ-კონგში, ისრაელსა და სინგაპურში.