რა ვითარებაა პენიტენციურ სისტემაში და რა რეფორმები ტარდება სფეროში – საქართველოში მყოფი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. საუბარი შეეხო ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების უფლებების დაცვას, საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებს. განიხილეს მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობის და განვითარების და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობის საკითხები. შეხვედრის თემა იყო პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მიღებული ზომები. დელეგაციამ ციხეებში არსებული ვითარება უნდა შეაფასოს და მიმდინარე რეფორმებს გაეცნოს.