შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები პარლამენტში შეხვედრებს განაგრძობენ. ედიტ ესტრელა და კლოდ კერნი დღეს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. დეპუტატებთან საუბრის მთავარი თემები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია.