შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში

თითქმის სამ საათს გაგრძელდა შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ამნისტიის კანონპროექტს განიხილავდნენ. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს არ ესწრებოდნენ დიპლომატები. ევროგაერთიანების ოფისში, სადავო საკითხზე პოლიტიკური კონკურენტები ერთმანეთის პირისპირ მსჯელობდნენ. დრო კი, შეთანხმებისა და პოზიციების შეჯერებისთვის სულ უფრო ცოტა რჩება. პროექტის ინიცირება პარლამენტში სამშაბათს არის დაგეგმილი. რა განცხადებები გაკეთდა და შეძლეს თუ არა პოლიტიკოსებმა მოსაზრებების დაახლოება – სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.

მოამბე

დატოვე კომენტარი