შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში

18:39, 28.11.2024

ევროკავშირის საელჩოში ოპოზიციური პარტიების წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილეს, პიერ სალიერს და პროექტის მენეჯერს, ანტონიო დალ-ბორგოს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა – გიორგი სიორიძე, ანა კობახიძე, გიორგი კირთაძე და ბორის სოლომონია იმყოფებოდნენ. მათი თქმით, საელჩოს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ დარღვევებზე, რომლებიც არჩევნებამდე და უშუალოდ არჩევნების დღეს მიმდინარეობდა. ოპოზიციონერების განმარტებით, მხარეებს შორის დიალოგი შედგა იმ ტექნიკურ მისიაზეც, რომელიც ქვეყანაში ევროკავშირმა უნდა გამოაგზავნოს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაში გასარკვევად.

მსგავსი