შეხვედრა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან

შედგება თუ არა „ნამახვანჰესის“ ისეთ პროექტზე შეთანხმება, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს – ჰესების კასკადის შესახებ მსჯელობენ ნატახტარში, სადაც ევროკავშირის ექსპერტების მედიაციით პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. უცხოელი სპეციალისტების თანდასწრებით მშენებლობის მომხრეები და პროტესტის მონაწილეები პოზიციებს ცვლიან. შვიდი თვის წინ დაწყებული აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ დიალოგისთვის ახალი სივრცე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ მათი მოთხოვნების ნაწილი მაინც დაკმაყოფილდება. ჩამონათვალშია – რიონის ხეობაში ბარიკადების აღება, საპოლიციო ძალების გაყვანა და აქციის დაკავებული მონაწილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

პარალელურად, განცხადებას ავრცელებს კომპანია „ენკა“ და აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს კომპანიამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას, – ვკითხულობთ ტექსტში. რაც შეეხება ნატახტარში გამართულ შეხვედრას, განხილვა თემაზე ამ დრომდე გრძელდება.

დატოვე კომენტარი