შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაკავებულთა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში დააკავეს მათი ოჯახის წევრები. როგორც ისინი ამბობენ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობას. მათი ნაწილი ელჩს სანქციების გაფართოებისკენაც მოუწოდებს. როგორც ისინი აცხადებენ, პაველ ჰერჩინსკისგან დახმარების პირობა მიიღეს, თუმცა   კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.