შეხვედრა ეუთო-ს უმაღლეს კომისართან
ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა შეაჯამეს ვიზიტის ფარგლებში განხილული საკითხები და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ეროვნული უმცირესობების მიმართულებით. საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.