შეხვედრა ეუთო-ს მისიასთან და „ქართული ოცნების“ გზავნილი

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ყველაზე წარმომადგენლობითმა მისიამ, ოპოზიციის შემდეგ მმართველ გუნდს მოუსმინა. ეუთო/ოდირის მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ დამკვირვებლების დღევანდელი განცხადებები კვირას გაკეთებული შეფასებების იდენტურია. ოპოზიციის დაანონსებული ბოიკოტის ფონზე, „ქართული ოცნებიდან“კეთდება მინიშნებები რუსული ინტერესების გატარებაზე. ხმის მიცემის პროცესზე საერთაშორისო დამკვირვებლებისა და აშშ-ის საელჩოს ძირითადად ერთმანეთის მსგავსი შეფასებებისგან მკვეთრად განსხვავებულია ოპოზიციის პოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის, 31 ოქტომბრის არჩევნები მაინც არალეგიტიმურია.