შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობასთან

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ენთიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასა და ხელისუფლებებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ეთნიკური უმცირესობის მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია საშუალო სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა, რადგან ენობრივი ბარიერი კვლავ პრობლემად რჩება. საუბარი შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც.