შეხვედრა ეროვნულ მუზეუმში

18:38, 28.01.2026

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ჩინეთის შანსის მუზეუმის ხელმძღვანელს შეხვდა. განიხილეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაგეგმილი უნიკალური კოლექციის, ძვ. წ. მესამე ათასწლეულის ჩინური ბრინჯაოს არტეფაქტების გამოფენის საორგანიზაციო საკითხები. დაიგეგმა თანამშრომლობის მომდევნო ეტაპიც.

გამოფენას საქართველოს ეროვნული მუზეუმი მიმდინარე წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მსგავსი