შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი ტექნიკური შეხვედრა დასრულდა.

თითქმის 4-საათიანი მსჯელობის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება. საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გაუქმებას მოითხოვს და ადასტურებს, რომ ამ საგუშაგოს გამო ჩაკეტილია ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი. თავის მხრივ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებისგან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს. მხარეები ამ საკითხებზე ვერ თანხმდებიან.

ერგნეთში გამართული მორიგი ტექნიკური შეხვედრის დეტალებს ნინო ფისაძე გაგვაცნობს.