შეხვედრა ერგნეთში
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და უკანონო „ბორდერიზაციის“ ფაქტები იქნება. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებსაც განიხილავენ.
ნინო ფისაძის ჩართვა ერგნეთიდან #მოამბე