შეხვედრა ერგნეთში
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
მთავარი განსახილველი საკითხი საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტებია. ამ დროისათვის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 12 მოქალაქე რჩება. წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან, ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში ექვსი უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, მხარეები შეხვედრაზე ჰუმანიტარულ პრობლემებზეც იმსჯელებენ.