შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა.

განიხილეს საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტები. საუბარი შეეხო უკანონო დაკავებებსა და და ე.წ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოითხოვა შეხვედრაზე ე. წ. გადასასვლელებზე მოსახლეობის შეუზღუდავად გადაადგილება. ასევე დაისვა თამარ მეარაყიშვილის ახალგორში დაბრუნების საკითხი, თუმცა ირაკლი ანთაძის განცხადებით შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები კვლავ ვერ იქნა მიღებული.