შეხვედრა ერგნეთში
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დისკუსიის მონაწილეებმა დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ასევე იმსჯელეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხსა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე. წინა შეხვედრიდან დღემდე 2 მსგავსი ფაქტი იყო დაფიქსირებული.
მომდევნო შეხვედრა 4 თებერვლისთვის ჩაინიშნა.