შეხვედრა ერგნეთში

12:25, 22.12.2025
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები იქნება. წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის დე-ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 11 მოქალაქე რჩება. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, მხარეები ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც განიხილავენ.

მსგავსი