შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. მთავარი განსახილველი საკითხი საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ბოლო ინციდენტი იქნება. ორი დღის წინ რუსმა სამხედროებმა ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. ასევე, იმსჯელებენ საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ იმ ფაქტებზე, რომლებიც წინა შეხვედრიდან დღემდე მოხდა.

ნინო ფისაძე ისაუბრებს ერგნეთიდან.