შეხვედრა ერგნეთში

18:46, 03.04.2025

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 142-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტები განიხილეს. წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ადგილი ჰქონდა, ე. წ. ბორდერიზაციის ექვს ფაქტს საოკუპაციო ხაზთან ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტში. რუსმა სამხედროებმა რკინის ძელები, ზოგ მონაკვეთზე სათვალთვალო კამერები და მავთულხლართები განაახლეს. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხებიც.

მსგავსი