ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონო ბორდერიზაციისა და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე ისაუბრა. ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველის ექვსი მოქალაქე რჩება.