შეხვედრა ექსპერტებთან

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კონსორციუმის დირექტორმა სტუმრებს პორტში ჩატარებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფინანსური საკითხის დასახურად საჭიროა საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ რვა პუნქტიანი სია დროულად შესრულდეს.

ლევან ახვლედიანის თქმით, ბანკების ერთ-ერთი მოთხოვნაა, ტვირთბრუნვაზე სახელმწიფოს გარანტორად დადგომა. ის  იმედოვნებს, რომ მთავრობა, კონსორციუმი და ბანკები შეთანხმებას მიაღწევენ. კითხვაზე, – პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ საკითხზე გამოძიების დაწყების შემდეგ პროექტისთვის რაიმე შეიცვალა თუ არა, – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ როგორც გამოძიება, ისე პოლიტიკური განცხადებები პროექტისთვის დამაზიანებელია და შესაძლოა, ინვესტორების გადაწყვეტილებაზეც უარყოფითად იმოქმედოს.