შეხვედრა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დღეს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა ენერგეტიკოსებს ინფორმაცია დარგის განვითარების პოლიტიკაზე, განახლებულ მიზნებზე, დაგროვილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მიაწოდა. ქვრივიშვილის განცხადებით, სამინისტროს პოლიტიკა არის მოქნილი და გამჭვირვალე, რათა ყველა სექტორი, მათ შორის ენერგეტიკული სწრაფად განვითარდეს. შეხვედრის მიმდინარეობისას მინისტრმა ენერგეტიკის სექტორს განახლებული გუნდი წარუდგინა – მისი მოადგილე ინგა ფხალაძე და ენერგეტიკული უწყებების ახალი ხელმძღვანელები.