შეხვედრა ელდარ შენგელაიასთან

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს კინოაკადემიის ორგანიზებით, კინოჩვენება გაიმართა. ნაჩვენები იყო ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი „ჭა“. გაიმართა ასევე რეჟისორთან შეხვედრა. ელდარ შენგელაიამ გადაღების პროცესსა და ზოგადად კინოზე ისაუბრა. საქართველოს კინოაკადემიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში მომავალშიც გამართონ, რისთვისაც მსჯავრდადებულებმა მათ მადლობა გადაუხადეს.