შეხვედრა ელჩთან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს კულტურულ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო მიმართულებებს.