შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან
ელექტროსადგურების მიერ გადახდილ ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს, ეკონომიკის მინისტრმა და განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ. საუბარია ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც ითვალისწინებს ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემისა თუ სოფლის საჭიროებებზე წარმართვას, სადაც გენერაციის ობიექტები შენდება.
აღინიშნა რომ ქონების გადასახადებიდან სოლიდური თანხები ადგილობრივი დასახლებების განვითარებას მოხმარდება, ხელს შეუწყობს ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომუნიკაციას, ასევე გაზრდის ინტერესს ახალი ელექტროსადგურების პროექტების მიმართ.