ეკონომიკის მინისტრმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების შესახებ იმსჯელეს. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა განიხილავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას, რათა ვაზიანში ახალი აეროპორტის ამოქმედებამდე, შესაძლებელი იყოს გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურება შეფერხების გარეშე.
კომპანია TAV Airports-ი ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს.