შეხვედრა „ეარბიენბიზე“ ბინების გამქირავებლებთან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი „ეარბიენბიზე“ ბინების გამქირავებლებსა და გიდებს პირისპირ შეხვდა.

მხარეებმა სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამომავლო პოლიტიკაზე. მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სფეროში ჩართულ მესაკუთრეებს განუცხადა, რომ წყლის გადასახადი ბინების გაქირავების შემთხვევაში არ გაძვირდება.

რაც შეეხება გიდების ლიცენზიის საკითხს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გადამზადების სპეციალურ კურსებზე მუშაობს, რომელიც მსურველთათვის უფასო იქნება.