შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან

12:12, 20.11.2019

ქართველი ექიმის გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე გამწვავებული ვითარება იყო მთავარი თემა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.

ქვეყნის პირველი დიპლომატი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.

 

მსგავსი