შეხვედრა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებთან

18:04, 03.06.2026

დააფინანსებს თუ არა მთავრობა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების შემოტანას, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, პაციენტების მშობლები პრემიერთან შეხვედრის შემდეგ პოზიტიურად არიან განწყობილები. ადმინისტრაციაში გამართულ დისკუსიაზე მხარეებმა მზაობა გამოხატეს საუკეთესო შედეგის მისაღწევად. დეტალურად განიხილეს მოთხოვნები, მედიკამენტები და რისკები. შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც პაციენტების მშობლები უშუალოდ იქნებიან ჩართულები. მომდევნო დისკუსია ირაკლი კობახიძესთან პარასკევს ჩაინიშნა.

მსგავსი