შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან
ფოთის მერმა ახალგაზრდულ ჰაბში გაერო-ს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს – სამი ქვეყნის ელჩს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ქალაქის მერთან და ფოთელ ახალგაზრდებთან, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.