შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან.

დახურულ კარს მიღმა პარლამენტში მიმდინარე აუდიენცია, რამდნიმე წუთის წინ დასრულდა. განხილვის თემა საარჩევნო სისტემა იყო. ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითხოვს. შესაბამისი ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს და 250 მოქალაქის ხელმოწერასთან ერთად პარლამენტს წარუდგინეს.