შეხვედრა დიპლომატებთან – ხელისუფლების გზავნილები

21:28, 12.11.2025

ქართველი დიპლომატები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ბოლო პერიოდში გამწვავებული რიტორიკის და გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, დღევანდელი ღონისძიების და სიტყვით გამომსვლელთა გზავნილების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იყო. ხელისუფლების პირველმა პირებმა გამოსვლებში ეროვნული ინტერესების დაცვაზე გააკეთეს აქცენტი. ბევრი ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე და დიპლომატიის დაკნინების მცდელობაზეც. მმართველი გუნდის მთავარი გზავნილია, რომ ქვეყნის პოზიციების საერთაშორისო ასპარეზზე გასაძლიერებლად გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წარმართვა და სიმართლის დაცვა, გამოწვევების დასაძლევად კი სიფრთხილეა  საჭირო. მმართველი გუნდის ლიდერებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ უცხოელი პარტნიორების მხრიდან ბოლო პერიოდში გაძლიერებული კრიტიკა. მათ შორის იგულისხმებოდა ევროკავშირის ელჩიც, რომელიც დღევანდელი ღონისძიების სტუმრებს შორის იყო. პაველ ჰერჩინსკის ტონი დღესაც საკმაოდ მკაცრი იყო. ელჩის განცხადებებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შესაძლო გადახედვის თემა კიდევ უფრო გაააქტიურა.

მსგავსი