შეხვედრა დიპლომატებთან და მოწოდება დიალოგისკენ 

ამ წუთებში მედიის ყურადღება ევროკავშირის ელჩის რეზიდენციისკენაა მიმართული.

კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ოპოზიციონერ ლიდერებს ხვდებიან. შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში დიპლომატების ჩართულობა და მათი როლი საუბრის მთავარი თემაა. როგორც ოპოზიციური ძალების ლიდერები განმარტავენ, დღეს ისინი დიპლომატებს ნიკა მელიას დაკავების შემდეგ შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის საკუთარ ხედვას გაუზიარებენ. ოპოზიციასთან შეხვედრამდე ელჩები საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ. დღის ბოლოს ოპოზიციას მიმართავს პრემიერ-მინისტრი.