შეხვედრა დიპლომატებთან

ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო გეგმები განხილვის თემა იყო დღეს ყოველკვირეულ დისკუსიებზე, რომელსაც ჟურნალი „დიპლომატი“ ახალგაზრდების ჩართულობით აწყობს. მხარეები თანხმდებიან, რომ ამერიკა-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა იმაზე მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ოდესმე, ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთ საერთო გამოწვევად კი  ნატო-სთან დაახლოების პროცესისთვის მეტი ტემპის შეძენაა.

მონაწილეებს კითხვები დაუსვეს რეგიონში რუსეთის ფაქტორზე, მაიკ პომპეოს ბოლოდროინდელ განცხადებებზე ჩინეთის კონტექსტში და აგრეთვე „იუესეიდის“ საქართველოში საქმიანობის შესახებ.