შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სან-ფრანცისკოში ქართულ დიასპორას შეხვდა და მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირვას დაესწრო. ქართული სამრევლო ქალაქში უკვე წლებია მოქმედებს. წირვის დასრულების შემდეგ, სან-ფრანცისკოში ქართული ეკლესიის წინამძღვარმა მამა ექვთიმემ მრევლს ქადაგებით მიმართა. ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა ქართული საგალობლებიც. შეხვედრის დასასრულს კი, საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორასთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობასა და ამ საქმეში ქართული ეკლესიის როლზე გაამახვილა ყურადღება.