შეხვედრა დევნილთა დასახლებაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული საჭიროებების გაცნობის მიზნით, სენაკის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, ჩასახლებაში არსებულ იმ ძირითად პრობლემებს გაეცნო, რაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას აწუხებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთის მთავრობამ, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, დასახლებაში კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.