ზუგდიდში, ფაიფურისა და კომბინატის დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილთა განსახლების ადგილები მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა, ასევე პირადად გაეცნო კომპაქტურ დასახლებებში არსებულ საცხოვრებელ პირობებს. ისაუბრეს მათ საჭიროებებზე. შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.