აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე წყალტუბოში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ის არსებულ გამოწვევებს გაეცნო და მოქალაქეების პრობლემები მოისმინა, რომელიც ძირითადად დასაქმების ხელშეწყობას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ასევე ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას ეხებოდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლოდ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.