შეხვედრა დემოკრატიის კვლევის ცენტრში

„როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე – სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიებაში?“ – ამ სახელწოდებით, შეხვედრა დემოკრატიის კვლევის ცენტრმა (DRC) გამართა. შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თინა ხიდაშელმა საზოგადოებას საქართველოში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები წარუდგინა. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება განმარტავს, რომ ქვეყანა ახლა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება და ამ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია.