შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოში

18:42, 17.09.2026

დაცული ტერიტორიების სააგენტოში, კორეის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების  შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა ერთობლივი სემინარი თემაზე„ „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება“. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, კორეის მხარემ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყაზბეგის ეროვნულ პარკში დასამონტაჟებლად, ორი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური გადასცა. სადგურები გარემოსა და კლიმატური პირობების უწყვეტი მონიტორინგისთვის იქნება გამოყენებული და მიღებული მონაცემები დაცული ტერიტორიის მართვისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი