შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დინამიკასა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა ასევე პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას.