შეხვედრა ჩინეთის ელჩთან

15:07, 09.07.2026

საქართველოში ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა შალვა პაპუაშვილმა აღინიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობიდან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანას, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპს. ისაუბრეს მზარდ საპარლამენტო თანამშრომლობაზე. განიხილეს რეგიონული პოლიტიკის საკითხები და ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მსგავსი