შეხვედრა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილი პარლამენტში „ევროპელ სოციალისტებს“ შეხვდა. დახურულ კარს მიღმა კანდიდატმა დეპუტატებს საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. ამ წუთებში კი კალანდარიშვილი პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლებს ხვდება. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთან შეხვედრის სურვილი საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ სამმა პარტიამ გამოთქვა.