შეხვედრა ბუქარესტში

შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ დღეს დეკლარაცია გაფორმდება. შეხვედრა ბუქარესტში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართება და მისი მთავარი მიზანი კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თემებზე მსჯელობაა. დეკლარაციაში დაფიქსირდება ოთხი ქვეყნის პოლიტიკური ნება, რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მარშრუტის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ჩართულობას სატრანსპორტო მარშრუტში.