საქართველოს იუსტიციის მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა. დისკუსიისას აღინიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება ევროპელ კოლეგებთან. რატი ბრეგაძემ მათ მადლობა გადაუხადა გერმანიის ურყევი მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციამ პენიტენციური დაწესებულებაც მოინახულა.