შეხვედრა ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ასოცირებული ტრიოს მთავრობის მეთაურების მოლაპარაკება დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის 15 დეკემბრის სამიტისთვის ემზადებიან და ევროკავშირისგან სამიტის კომუნიკეში სამომავლო თანამშრომლობაზე მკაფიო პოზიციის ასახვას ელოდებიან.