შეხვედრა ბრიუსელში - შეფასებები

დღეს ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის, დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით. ოპოზიციაში იმედს გამოთქვამენ, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან ხისტი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მმართველ გუნდში კი – განმარტავენ, რომ ეს არის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იმ სამუშაო ჯგუფთან, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.