შეხვედრა ბიზნესთან

სამშენებლო კომპანიების, ბიზნეს ასოციაციების, დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის სატენდერო პირობებს გაეცნენ.

ინფორმაცია მათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მიაწოდა. ირაკლი ქარსელაძემ პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაოები კვალიფიციურმა და შესაბიმისი რესურსის მქონე კომპანიებმა უნდა განახორციელონ.

ქვეშეთი-კობის გვირაბის ასაშენებლად ტენდერი თებერვლის მეორე ნახევარში გამოცხადდება.