შეხვედრა ბიზნესთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილი მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ,  დევნილი მეწარმეების მხარდაჭერასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში დევნილი მეწარმეების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.