შეხვედრა ბიზნესთან

18:47, 04.03.2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მიზანი ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის გამარტივებული საბაჟო ფორმალობების გაცნობა იყო. 2025 წლის თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საერთო სატრანზიტო კონვენციას და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას, რის შედეგადაც გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს, რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები.

მსგავსი